Digest Logo

„ყველაფერი პატარა თასით დაიწყო...არასოდეს თქვათ უარი საკუთარ ოცნებებზე“ - გამოცემა 433-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე

1780255150
ხვიჩა კვარაცხელია

საერთაშორისო სპორტული გამოცემა 433-ი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პსჟ“-ის თავდამსხმელსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ხვიჩა კვარაცხელიას უძღვნის.

სტატია საკმაოდ ემოციურია და აღწერს ქართველი ფორვარდის კარიერაში მნიშვნელოვან მომენტებსა და განვლილ გზას:

„ამ პატარა თასიდან ჩემპიონთა ლიგის ორ ტიტულამდე“.

მხოლოდ 17 წლის ასაკში, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაფერი დატოვა საქართველოში და თავისი ოცნების — პროფესიონალი ფეხბურთელი გამხდარიყო — ასასრულებლად რუსეთში გადავიდა. 

მან ბევრი რამ დათმო, მაგრამ დანებება არასოდეს ყოფილა მისთვის ვარიანტი.

ყოველდღე, მაისურის ზურგზე საკუთარი გვარის დანახვა ახსენებდა, თუ რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს, როგორც მან The Players' Tribune-თან საუბარში თქვა. 

შემდეგ კი, ერთ დღეს, მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა, როდესაც SSC Napoli-დან დაურეკეს. 

ის იქ გადავიდა და დაეხმარა გუნდს „სკუდეტოს“ მოგებაში — პირველად 33 წლის განმავლობაში.

მან საქართველო, ისტორიაში პირველად გაიყვანა ევროპის ჩემპიონატის (EURO) ფინალურ ეტაპზე.

და შემდეგ, Paris Saint-Germain FC-ში მან ფეხბურთში თითქმის ყველაფერს მიაღწია — ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტული. 

ყველაფერი კი იმ პატარა თასით დაიწყო.

არასოდეს თქვათ უარი საკუთარ ოცნებებზე.“ ,- წერს გამოცემა 433.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერიაში „პსჟ“-მ „არსენალს“ სძლია.

ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ გაიმართა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by 433 (@433)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა”- ცნობილია ბათუმში მოკლული კაცის ვინაობა

⭕ „ცეცხლოვანი ენერგია, რომელიც ფანტავს ყოველგვარ ბუნდოვანებას“ - თამუნა იოსელიანი 31 მაისის ლურჯ მთვარეზე

⭕ საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა