
დიზაინერი გიორგი მასხულია საქართველოში ეპატაჟური განცხადებებით არის ცნობილი, რომელსაც წარსულში არაერთი სკანდალი უკავშირდება.
იგი, მრავალი წელია თბილისში სილამაზის არაერთ კონკურსს ატარებდა, რაშიც შოუბიზნესის ცნობილი სახეებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ბოლო რამდენიმე თვეა მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, გარდა იმისა რომ მან სახელი გადაიკეთა და ლორენი დაირქვა, შეიცვალა იმიჯი და აიდენტიფიცირებს თავს, როგორც ქალი.
ამას მოწმობს მისი ფოტოებიც, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ამჯერად იგი ახალ ფოტოს აქვეყნებს და გამომწერებს ახალ ინფორმაციას უზიარებს, სადაც ცნობილი ხდება, რომ მან მკერდის გადიდების ოპერაცია გაიკეთა.
„ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა“, - წერს გიორგი (ლორენ) მასხულია.
მის ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„გილოცავ ოცნების ახდენას“,
„ყველა ოცნების ასრულებას გისურვებ“,
„გილოცავ ჩემო ლამაზო ამ ოცნების ასრულებას“,
„ყველა ოცნება ასე აგისრულდეს“, - წერენ კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფაქტობრივად, თავიდან უნდა გავიარო მთელი ცხოვრება“ - რა გამოწვევის წინაშე დადგა ზურა მანჯავიძე
⭕„რომ არ ვუპასუხო დამწყევლის...“- ნუცა თოფურიას პირველი განმარტება მომღერალი მეგობრების შერიგებაზე
⭕ფსიქოლოგიური ტესტი - აირჩიე სანთელი და ნახე რამდენად მომთმენი ხარ!