ექიმი არჩილ მარშანია სტუდენტებს მიმართავს და მათ თავიანთი პროტესტის მნიშვნელობას უხსნის. მარშანია წერს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა სტუდენტური ხმა და რატომ უნდა აღიმაღლონ მათ ეს ხმა.
🔵„ვერ გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს იმძინარებს“ - ალეკო შუღლაძე
„ყველაზე ხმამაღლა სტუდენტების ხმა უნდა ისმოდეს.
წინა თაობა საბჭოთა დროს გაზრდილია და დიდი ნაწილი 90-იანების ვირ-ეშმაკულ ცხოვრების წესს მისტირის ისევ, ბიუჯეტი შენი რომ არაა მაგას გასწავლის, არჩევნებზე რომ არ იარო მაგასაც, რუსეთს მტერს ვერ უწოდებს ხმამაღლა, საქართველოს ისტორიას მითოლოგიით გიყვება და სახელმწიფოს წველა უნდა თავისი ჯიბისთვის.
არადა, ჯერ კიდევ როდის თქვა დევდარიანმა სახელმწიფო შენ მეწველი ძროხა ხო არ გგონიაო.
ჩემი თაობის დიდი ნაწილი, ან საჯარო სამსახურსაა მოკიდებული და ჩირგვში ურჩევნია, მეტზე პრეტენზია არ აქვს, ან გაქცეულია ისევ იმ ევროპებში და ამერიკებში, თქვენ შეგატოვათ ქვეყანა და თბილად როა ევროპულ ღირებულებებზე აშენებულ ქვეყანაში, არაფერი რო არ აკლია, იქიდან უჭერს პირდაპირ თუ ირიბად ანტიევროპულ წესებს მხარს.
თქვენ კი ხართ მომავალი და პირველ რიგში თქვენია ეს ქვეყანა“, - წერს არჩილ მარშანია.
ცნობისთვის, უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. ანალოგიური კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.
მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხება.
კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია. მეტიც ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს კანონი შეუთავსებელია 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის სჭირდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: