Digest Logo

„ყველაზე მეტად რთულია, უინტელექტო, უწიგნურ, გაუნათლებელთან მსჯელობაც და კამათიც“ - პეტრე კოლხი

1674549951
პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში უინტელექტო და გაუნათლებელ ადამიანებთან კამათზე და მსჯელობაზე წერს და აღნიშნავს, რომ სიღრმეებს მოკლებული აზროვნება ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე განსხვავებული შეხედულება.

👉„ამ სიცივეში მდინარეში ჩახტომით ცოდვებს ვერ ჩამოიბან, მაგრამ ფილტვების ანთებას აუცილებლად აიკიდებ“ - პეტრე კოლხი

მისივე თქმით, ის რომ ერთმანეთს არ ვეთანხმებით ნორმალურია, თუმცა ამის გამო შეურაცხმყოფელი მეთოდების გამოყენება მიუღებელი.

„ყველაზე მეტად რთულია, უინტელექტო, უწიგნურ, გაუნათლებელთან მსჯელობაც და კამათიც.

ვიწრო, სიღრმეებს მოკლებული აზროვნება, დიდი ამბიციებით და პატარა გონებით, უფრო საშიშია, ვიდრე იმ განსხვავებული შეხედულების მოსმენა, რაც მასებისთვის ჯერ კიდევ, ან მომავალშიც შეიძლება მიუღებელი იყოს…
ძნელი იყო, მაგრამ აუცილებელი, როცა ალუდა ქეთელაური დაუპირისპირდა მთის კანონებს…

ასეა, საზოგადოებაში, თითქმის კანონებად ქცეულ შეხედულებებს თუ ოდნავ აცდი და სხვა კუთხით შეხედე, დაშტამპული აზროვნებით გაქვავებულები უცებ მოირგებენ პატრიოტის მანტიას და ლანძღვას დაგიწყებენ…
საკითხი მაშინ არის საინტერესო, როცა ბევრი ვერსია, შეხედულება, ჰიპოთეზა არსებობს…

მეცნიერებაში ასეთ მიდგომას კვლევა ქვია, პოეზიაში-ხედვა… და, ამ ყველაფერს მთლიანობაში კრიტიკა…
ხშირად ხდება ისე, რომ ერთმანეთს არ ვეთანხმებით… არც უნდა ვეთანხმებოდეთ… ოღონდ არც შეურაცხმყოფელ მეთოდებს არ უნდა მივმართოთ…

ამაში კი, როგორც წესი, წიგნი, ინტელექტი, შინაგანი კულტურა, განათლება გვეხმარება!..“, - წერს პეტრე კოლხი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ამ კვირაში სიყვარულის პლანეტა თევზებში გადადის - ვინ რას უნდა ელოდოს რომანტიკულ ურთიერთობებში?

🔵„არ არის გამორიცხული, 2023 წელს, რისიც ჩვენ არ გვჯეროდა, ის გამჟღავნდეს“ - გიორგი ლობჟანიძის წლის პროგნოზი

🔵„ამ კვირაში მთავარი ფავორიტი ხართ - იზრდება თქვენი რეპუტაცია“ - მიხეილ ცაგარელი კვირის იღბლიან ნიშანს ასახელებს