Digest Logo

„ზოგჯერ დაკარგვა არის გზა იმის გასაგებად, რა იყო სინამდვილეში შენი...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1786384080
გიორგი ლობჯანიძე

ცხოვრებისეული სიბრძნე ხშირად რამდენიმე მარტივ ფრაზაში იმალება. სიტყვები, რომლებიც გვახსენებს სინდისის, ღირსების, სიყვარულისა და გამოცდილების ნამდვილ ფასს, სოციალური ქსელების მომხმარებლებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. სწორედ ასეთ გამორჩეულ გზავნილს სოციალურ ქსელში გვიზიარებს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე:

„ზოგჯერ დაკარგვა არის გზა იმის გასაგებად, რა იყო სინამდვილეში შენი.
ადამიანს ყველაზე მეტად ის ცვლის, რასაც ვერ გაექცა.
დრო კი არ კურნავს, არამედ, გვასწავლის იმასთან ერთად ცხოვრებას, რაც ვერ შეიცვალა.
მიმართულების შეცვლა მარცხს არ ნიშნავს. ეს ბრძოლის ერთგვარი სტრატეგიაა.
წიგნის ერთი გვერდი მთელ ამბავს ვერ მოგიყვება, ადამიანებსაც სიღრმისეულად ჭირდება გაცნობა რომ დასკვნები გამოიტანოთ.
ცხოვრება ყოველთვის არ გაძლევს იმას, რასაც ითხოვ, გაძლევს იმას, რაც ზრდისთვის გჭირდება.
ფული ცხოვრებას ამარტივებს, მაგრამ ვერ გეტყვის თუ რისთვის ცხოვრობ.
შეიძლება ბევრი ფული გქონდეს და მაინც ღარიბი იყო.
კარგი ადამიანი ყველას არ მოსწონს, იმიტომ რომ ყველას არ ერგება. ცუდი კი ბევრს მოსწონს, რადგან ყველას ერგება.
იცით? ზოგჯერ ასეც ხდება: შეიძლება ყველაფერი დაკარგო, თუმცა შენი პიროვნულობით მაინც მდიდარი დარჩე“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ისეთი რამ არ ჩაიდინოთ, რასაც შემდეგ ვინანებთ...“ - რას უნდა ვერიდოთ დაბნელებების დერეფნის პერიოდში: მარიამ შუკაკიძის პროგნოზი

⭕„ეხვევიან სასიყვარულო სამკუთხედებში...“ - ნეპტუნი და მისი შესაძლებლობები: ნინო ალბორიშვილის პროგნოზი

🎥 „დიდი შესაძლებლობა და სასიხარულო ცვლილება...“ - რა გელოდება შაბათ-კვირას: თაკო მელიქიშვილის პროგნოზი