Digest Logo

🎥 „ზუსტად არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე“ - „დანტესი“ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

1782303127
დანტესი დანტესი

ფოტოგრაფი „დანტესი“ იგივე დავით ოქროპილაშვილი, რომელიც საზოგადოებამ კეთილი საქმეების გამო შეიყვარა, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც დავით ოქროპილაშვილი ამბობს, იგი ოჯახთან ერთად თურქეთში გაემგზავრა:

„მე და ჩემი მშობლები ჩამოვედით თურქეთში. ამჯერად ტურისტულად არ ვართ ჩამოსულები. ჩემი დედიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩამოვედით აქ. საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩავიტარეთ კვლევა და გვითხრეს, რომ რაღაც კვანძები აქვს. გვითხრეს, რომ სასურველია ბიოფსიის გაკეთება.

ზუსტად არ ვიცით რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ექიმებმა გვითხრეს, რომ საშიში არაფერი უნდა იყოს. ცოტა შეშინებულები ვართ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. 6-7 დღე აქ ვიქნებით. ამ მომენტისთვის ყველანაირი საქმე გადადებული მაქვს. აქტიურობაც ნაკლები მექნება და მხოლოდ ამ თემაზე ვიქნებით კონცენტრირებულები. მადლობა წინასწარ გამხნევებისთვის“, - ამბობს დავით ოქროპილაშვილი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ხშირად ყველაზე პატარა ჩვევები ყველაზე დიდ ცვლილებებს ქმნის“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი

⭕„შეცდომების ხელოვნება: რატომ არის მარცხის მიღება ნამდვილი სიმწიფის ნიშანი?“ - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 „ორივეს სიცილი აგვიტყდა მსგავსებაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით“ - ნინი შერმადინი ქალიშვილთან ერთად პოზირებს