Digest Logo

„13 წლის ვიყავი პირველად რომ ვაკოცე გოგოს - მეგონა მთელი ცხოვრება მეყვარებოდა, სიამოვნებისგან ერთი დღე მეძინა“ - მერაბ სეფაშვილი

1654196673
მერაბ სეფაშვილი

„13 წლის ვიყავი პირველად რომ ვაკოცე გოგოს - მეგონა მთელი ცხოვრება მეყვარებოდა, სიამოვნებისგან ერთი დღე მეძინა“, - ამის შესახებ მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემაში - „სხვა კითხვები“ ისაუბრა.

მერაბ სეფაშვილმა თინეიჯერობისას გოგონებთან ურთიერთობა გაიხსენა.

„მშობლებთან ერთად ვიყავი შუა აზიაში, აღარ მახსოვს რომელ ქალაქში, იქ გავიცანი ერთი გოგონა. 13 წლის ვიქნებოდი პირველად გოგოს რომ ვაკოცე, ახლა აღარ მახსოვს ვინ იყო, მაშინ კიდე გგონია, რომ მთელი ცხოვრება გეყვარება. სიამოვნებისგან ერთი დღე მეძინა, მერე ჩემ მეგობრებს მოვუყევი საოცარი განცდა იყო, მერე უკვე დროთა განმავლობაში გამოცდილება მოდის და სულ სხვანაირი ხდება ყველაფერი. რაც შეეხება ჩემ მეუღლეს, როცა მას შევხვდი, მაშინვე მივხვდი, რომ ეს რაღაც სხვა იყო და შევქმენი ოჯახი. რა თქმა უნდა იყო კრიზისები, დაშორებაზე ფიქრი, მაგრამ გადავლახეთ“, - ამბობს მერაბ სეფაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თბილისში უფასო მაღაზია გაიხსნა

🔵„მცხეთაში სუვენირების დახლები დაცარიელებული დამხვდა, ხოლო ხალხი ატირებული... უბრალოდ ამას ვერ გავატარებ“ - ლალი მოროშკინა

🔵„ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომის დაშვების ალბათობა“ - ცაგარელი