Digest Logo

„14 წლის ასაკიდან ერთად ვართ, ტატამზე თემოს ხმა რომ მესმის, ყველაზე მეტად მაძლიერებს“ - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

1776448932
ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან

ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 57 კგ-მდე წო­ნის კა­ტე­გო­რი­ა­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე სა­შე­ჯიბ­რო დღეს ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ფი­ნალ­ში ის­რა­ე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ ტინმნა ნელ­სონ ლე­ვის შეხ­ვდა და ბოლო 20 წამ­ში ბრძო­ლა ულა­მა­ზე­სი იპო­ნით მო­ი­გო.

ამ გა­მარ­ჯვე­ბით ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი გახ­და, რო­მელ­მაც ძი­უ­დო­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც ლიპარტელიანი სიყვარულის შესახებ საუბრობს: 

- სიყვარული ეს...

- არის... რამდენი რამის თქმა მინდა­ და თავს ვერ ვუყრი. პირველ რიგში, ძალაა, რომელიც ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევს. სიყვარული ერთგულება და მზრუნველობაა. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი გავახარო. ტატამზე თემოს ხმა რომ მესმის, ყველაზე მეტად მაძლიერებს.

- პირველად რომ შემიყვარდა:

- ჩემი პირველი სიყვარული თემო იყო. 14 წლის ასაკიდან ერთად ვართ. იმ ასაკში ცელქი და ბიჭური ვიყავი, სერიოზულად ამ ურთიერთობას ვერც წარმოვიდგენდი. სულ სადღაც დავფრინავდი. ცოტა დრო რომ გავიდა, გავიზარდე, უფრო ჩამოვყალიბდი... თემოს 2 წელი ვუყვარდი, მე კარიერა უფრო მიზიდავდა, მაგრამ მესიჯების წერაში თანდათან გრძნობა მეც გამიჩნდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გრძელი პაუზა მქონდა“ - ქეთევან ხატიაშვილი ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕საუკეთესო პროდუქტები მამაკაცის ჯანმრთელობისთვის - „შეეცადეთ, ყოველდღიურად ამ სიიდან თუნდაც ორი-სამი პროდუქტი ჩართოთ თქვენს რაციონში“

🎥 „პატრიარქს შევპირდი, რომ ეს ოქროს მედალი იქნებოდა მის სახელზე“ - ეთერ ლიპარტელიანმა ისტორიული გამარჯვება პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა