
მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.
მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.
შორენა ბეგაშვილი ბოლო პერიოდში ხშირად იღებს ძვირფას საჩუქრებს საყვარელი მამაკაცისგან და როგორც მისი სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, რომ მის ჩანთების კოლექციას ახალი ძვირად ღირებული „ჰერმესის“ ჩანთა შეემატა.
„ყველაფერ კარგს იმსახურებ,“
„რა ფერია,“
„აი მესმის განებივრება და კარგი საჩუქრები,“
„ბრავო,“ - წერენ კომენტარებში.
ჩანთის ღირებულება „ჰერმესის“ ოფიციალურ გვერდზე $199,500 ღირს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ვთქვათ უარი ტკბილეულზე? - საჭირო რჩევები არუნ ხათრისგან