Digest Logo

„ადამიანებისგან დიდ და ჯერაც დაუმსახურებელ სიყვარულს ვგრძნობ...დაუშვით შეცდომები, ისწავლეთ და ილაპარაკეთ პრობლემებზე“ - გიორგი კეკელიძის გულახდილი ინტერვიუ

1709486991
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, საინტერესო ცხოვრებით და ზოგჯერ დაუჯერებელი ისტორიებით გამოირჩევა. მან საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობას ეხებოდა, რაზედაც საზოგადოებასთან ღიად და გულწრფელად ისაუბრა. როგორც იგი  „დაიჯესტთან“ ამბობს, მისთვის საკუთარი თავის ფსკერზე დანახვა არის ყველაზე დიდი ტკივილი და ყველაზე დიდი მოტივაცია.

ვინ არის გიორგი კეკელიძე?

სოციალურად ნარცისი და ყოფით მაზოხისტი ადამიანი, ძალიან საინტერესო და რთული ბიოგრაფიით.

ბავშვობის ყველაზე ემოციური მოგონება?

თოვლი და ბებიაჩემი. ცალ თვალ­ზე მისი შა­ვად შე­ნა­ღე­ბი, გა­ხუ­ნე­ბუ­ლი თავ­შა­ლი მე­ფა­რე­ბო­და და ცა­ლით ქა­რით დახ­რილ ფიფ­ქებს ვხე­დავ­დი.

„ზა­გო­ზერ­ნოს­კენ“ მივ­დი­ო­დით. პური იმ დროს იქ იყი­დე­ბო­და. კაცი, მეტ­სა­ხე­ლად ბუ­კა­კიე გახ­ლდათ, ამ საქ­მის გამ­გე­ბე­ლი. ჰოდა, მივ­დი­ო­დით მე და ბე­ბი­ა­ჩე­მი, „ზუ­კუ­ტუ­რით“ მივ­ყავ­დი, ანუ ზურ­გზე მო­კი­დე­ბუ­ლი. ცალ თვალ­ზე მისი შა­ვად შე­ნა­ღე­ბი, გა­ხუ­ნე­ბუ­ლი თავ­შა­ლი მე­ფა­რე­ბო­და და ცა­ლით ქა­რით დახ­რილ ფიფ­ქებს ვხე­დავ­დი. ზღა­პარს ჰგავ­და. მო­ყო­ლით არ გა­მო­დის, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბე­ბია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ შენ­თვი­საა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი.

რა არის თქვენი განსაკუთრებული, დადებითი თვისება?

იოლად მიმტევებელი ვარ.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

შრომა. სწავლა. ფერისცვალების უნარის შემჩნევა. დამარცხების გამარჯვებად გადადნობის ვნება, თუმცა ვეთანხმები ეკლესიასტეს: „ისიც შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“.

ლიტერატურული პერსონაჟი, რომელთანაც ყველაზე მეტი საერთო გაქვთ?

ჰეკლბერი ფინი.

რა შეცვალა ან გასწავლათ იმ მძიმე პერიოდმა თქვენს ცხოვრებაში, რომელიც მენტალურ პრობლემებს უკავშირდება?

საკუთარი თავის ფსკერზე დანახვა არის ყველაზე დიდი ტკივილი და ყველაზე დიდი მოტივაცია.

თქვენი ცხოვრების ამ ეტაპს, როგორც ფილმს, რომელი რეჟისორი გადაიღებდა?

პოლ ანდერსონი. ერთი, რაც თამამად შემიძლია ვთქვა, იმდენი საოცარი ამბავი შემთხვევია პირად თუ საქმიან ფლანგზე, ბარემ ოცი აქტიური კაცის ცხოვრებას ეყოფა და ურიგო მასალა მართლა არ არის და დაფიქრდეს ანდერსონი.

როგორ უმკლავდებით საზოგადოების კრიტიკას, რა რეაქცია გაქვთ პირველად, როცა ნეგატიური ტალღა მოდის თქვენკენ?

ვფიქრობ ამ აზრით განებივრებული უფრო ვარ და ზედმეტადაც - ვიდრე პირიქით - ადამიანებისგან დიდ და ჯერაც დაუმსახურებელი სიყვარულს ვგრძნობ, თუმცა იყო რამდენიმე მძიმე ეპიზოდი და მათგან ერთხელ განსაკუთრებით განვიცადე. ახლა ვცდილობ ფსიქიკა გავწვრთნა ამ განხირითაც და კანი გავისქელო, თუმცა სრულად შეუძლებელი მგონია უგრძნობლობა ავი სიტყვის მიმართ.

რა იქნება თქვენი რჩევა მოზარდებისთვის?

იმოძრავეთ. დაუშვით შეცდომები. ისწავლეთ და ილაპარაკეთ პრობლემებზე. ილაპარაკეთ თამამად და ხშირად.

ხომ გსმენიათ ასეთი გამოთქმა, უფრო მოანდაზო კონსტრუქცია, ბარემ არაერთ ჩემს კარგ ნაცნობს რომ მიესადაგება: „პავლეს რა უჭირს, ჭკვიანია, ხმას არ იღებს და არის კარგად“. ყალბი ლოგიკაა ეგ, მავნე და ჭაობისმოყვარულთა. რადგან, თუ ხმას არ იღებ - ან ჭკვიანი არ ხარ და ან კარგად ვერ იქნები.

რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში მეგობრებს და თუ დაგიკარგავთ ისინი წყენების გამო - თუ გაიხსენებდით ასეთ შემთხვევას.

ძალიან დიდი როლი აქვთ. უამრავი თავგადასავალი უკავშირდება მათ ცხოვრებაში. ზოგიერთთან ახლა უფრო ფრაგმენტული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ წარსული იმდენად ძვირფასია, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

როგორია თქვენთვის სასურველი ქალი და რა თვისება უნდა ჰქონდეს მას აუცილებლად?

საინტერესო. ეს მგონია მიზიდულობის და ვნების მთავარი ნიშანი.

როგორ ხედავთ თქვენს ცხოვრებას მომდევნო 10 წელში?

ქარიშხლები იქნება. გარდაუვალად და მერე ალბათ ნელ-ნელა დადგება ჩრდილისკენ წასვლის დროც.

 

ავტორი: მარიამ არიშვილი

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ყველა დედა არის გმირი...“- რუსკა ქარქაშაძე დედის დღესთან დაკავშირებულ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

⭕„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!“, „დედაშენი არის ღმერთი“ - ქართველი მწერლების საუკეთესო შემოქმედება დედაზე

⭕„ჩემს კუმირთან ერთად“- ანუკი არეშიძე პარიზის მოდის კვირეულზე ლეგენდარულ შერისთან ერთად გამოჩნდა

⭕„თქვენ რას ფიქრობთ, რა დამიჯდება დედის დღე?“- ანრი ჯოხაძე დედასთან სახალისო მიმოწერას გვიზიარებს