მსახიობი ნანული სარაჯიშვილის გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო, სადაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან და მტკივნეულ მომენტებზე გულწრფელად ისაუბრა.
„როცა ჩემ დას მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს ეს ჯერ მე გავიგე, შემდეგ კი იძულებული ვიყავი დედისთვის მეთქვა. ჩემმა დამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. მაშინ მკურნალობის სხვა ხერხები იყო, ქიმიამ მოკლა ჩემი და, რომ გაუკეთეს ცუდად გახდა...
მას დარჩა 9 წლის შვილი ბიჭი, რომელიც მე გავზარდე.
სანამ მამა გარდაიცვლებოდა, მანამდე ცუდი სიზმარი ვნახე, ჭერი ჩამოინგრა. 52 წლის ასაკში გარდაიცვალა მამაც და ჩემი დაც.
სანამ ჩემი და გარდაიცვლებოდა, მინდოდა, რომ აფხაზეთიდან დევნილი, უპატრონოდ დარჩენილი ბავშვი ამეყვანა, თუმცა შემდეგ ამ ბავშვებს მშობლები გამოუჩნდნენ.
მერე მალე ჩემი დის ამბავიც მოხდა და ჩემი დისშვილისთვის დედა გავხდი“, - ამბობს მსახიობი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბედნიერი წუთები გქონდეთ ცხოვრებაში“ - ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ოჯახური კადრები