Digest Logo

„ახლა ის ეტაპი მაქვს, როცა ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს, ჩამოყალიბებული მაქვს მიზნები და ვიცი, რა მინდა“ – ნინი ქარსელაძის გულწრფელი აღიარება

1784662149
ნინი ქარსელაძე

წლების მატებასთან ერთად, რას მიხვდა ცხოვრებაში მომღერალი ნინი ქარსელაძე, ამის შესახებ იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. 

მის თქმით, მის ცხოვრებაში ბევრი გადაფასება მოხდა და წლების მატებასთან ერთად შეეცვალა შეხედულებები.

„რა თქმა უნდა, ნერვიულბის გარეშე ეს ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ მივხვდი, რომ პატარ-პატარა რაღაცებზე აღარ უნდა ვინერვიულო და ამით გავუფრთხილდე ჩემს ჯანმრთელობას. საერთოდ, ადამიანებს ჯანმრთელობის ფასი არაფერი გვაქვს, ყველაფრის ყიდვა შეიძლება ჯანმრთელობისა და ბედნიერების გარდა. რაც წლები მომემატა, შემეცვალა შეხედულებები.

სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი გაიფილტრა, რაზეც ძალიან მტკივა გული. მე ადამიანი დღეს მიყვარს და ხვალ არა – ასე არ შემიძლია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თითოეული ადამიანის წასვლა ჩემი ცხოვრებიდან, ძალიან მტკივნეულია, რადგან მე სიყვარულს ვკარგავ, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანები მე არასდროს გადამიყვარდება და ეს სიყვარული სულ ჩემს გულში იქნება. მიმაჩნია, ამ ადამიანების წასვლა ჩემი ცხოვრებიდან იმიტომ მოხდა, რომ სხვადასხვა ღირებულებები და პრინციპები გვქონდა და ჩვენი გზები ამის გამო გაიყარა, თორემ ნამდვილად არ ყოფილა ეს დაკავშირებული კონფლიქტებთან. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი გადაფასება მოხდა და ორიენტირებული ვარ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს საყვარელ ადამიანებსა და ოჯახზე. მეტ დროს ვუთმობ იმ ადამიანებს, ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ახლა კი, ის ეტაპი დგას, როცა ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს, მადლობა ამისთვის ღმერთს. დგას პერიოდი, როცა სიმშვიდესთან ერთად, ჩამოყალიბებული მაქვს მიზნები, ვიცი, რა მინდა“, - ამბობს ნინი ქარსელაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 შორენა ბეგაშვილი იტალიური ქორწილიდან ახალ კადრებს გვიზიარებს - „კაცი, რომელმაც ყველა ოცნება აუსრულა და ულამაზესი ცხოვრება აჩუქა“

🎥 „მამის დილის რუტინა“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕„ბალი, სეიშელები თუ მეგობრებთან ერთად მთაში“ - ზოდიაქოს რომელ ნიშანს, როგორი დასვენება შეეფერება?