17 აპრილს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატი ეთერ ლიპარტელიანმა შთამბეჭდავად დაასრულა. მან ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ლევი ეფექტური გდებით დაამარცხა.
შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა და ბოლო წამებამდე 0:1-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ეთერ ლიპარტელიანმა მეტოქე იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, ევროპის ოქროც მიამატა.
იგი გადაცემაში „ახალი დღე“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც წარმატებული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მეუღლეს, რომელიც როგორც თავად ამბობს ყოველთვის მის გვერდით არის.
„დაახლოებით 4-5 დღით ადრე ვიტკინე თითი, ისე იყო რომ ლამის მომტყდა და ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რადგან ყველაფერი გავაკეთე რომ ვყოფილიყავი საუკეთესო ფორმაში.
სტრესული იყო რადგან ვფიქრობდი შეჯიბრებაზე ყველაფერი ისე არ წავიდოდა, როგორც მინდოდა, ბევრჯერ მიტირია ამ დღეების განმავლობაში, განა ტკივილზე ვტიროდი, ვტიროდი იმაზე, რომ შეიძლება, ისე არ წასულიყო ყველაფერი, როგორც მინდოდა... ჩემი მეუღლე ყოველთვის მამხნევებდა და გვერდით მედგა, მადლობა მას მოტივაციისთვის და იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით არის და მამხნევებს “, - ამბობს ეთერ ლიპარტელიანი.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: