Digest Logo

„ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა“ - რატომ გაემგზავრა ლოლა წერეთელი მოსკოვში

1618407899
ლოლა წერეთელი

მომღერალი ლოლა წერეთელი უკვე რამდენიმე თვეა მოსკოვში იმყოფება და იქ ერთ-ერთ რესტორანში მღერის.

მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვება, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

„ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა. 2000 წლიდან მოყოლებული მეუბნებოდნენ, მოსკოვში ჩამოდიო, მაგრამ არ მოვდიოდი. იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან ძნელი იყო საქართველოს დატოვება. ისე გამოვიდა, რომ პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.

ძალიან მძიმედ ვიყავი, თუმცა ესეც გავიარე. მერე გადავწყვიტე, რომ ჯობდა, რაღაც დროით საქართველოდან წავსულიყავი, რომ ყველაფერი დამევიწყებინა და ძველებურად ხალისიანი გავმხდარიყავი… აქაურობით ძალიან კმაყოფილი ვარ. არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყობოდა, თუმცა, მე ჩემს სახლში უნდა დავბრუნდე. მოსკოვში დროებით ჩამოვედი…,“- ამბობს ლოლა წერეთელი.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

4-ჯერ შექმნილი ოჯახი, 5 შვილი, ეჭვიანი ცოლი და სასმელზე „შემჯდარი“ მსახიობი - ბესო ზანგურის პირადი

18 წლის შვილის სიკვდილი, ყოფილი ქმარი, კარიერა და ცხოვრების რთული პერიოდი - მაია ასათიანის პირადი

3 დიდი ტრაგედია გია ვოლსკის ცხოვრებაში და პოლიტიკოსის სახლში შეჭრილი ქურდები - პოლიტიკოსის აქამდე უცნობი ამბები