Digest Logo

„ამბობენ, ოჯახის შექმნა პირველადაა მარტივი, თორემ მერე არაო“ - თაკო ვადაჭკორია

1666713598
თაკო ვადაჭკორია

მომღერალი თაკო ვადაჭკორია ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ერთ-ერთი მამაკაცის მხრიდან მისი შვილის მისამართით ინტერნეტბულინგი განხორციელდა:

„სასტიკად ცუდი კომენტარი დამიწერა, მაყენებდა შეურაცხყოფას, წავშალე და მერე ბავშვს მიაყენა შეურაცხყოფა. ვერ გავიმეორებ, რა ეწერა. გავაფრთხილე, თუ იქნება მსგავსი შეურაცხმყოფელი შემთხვევა, ყველა დამადასტურებელ დოკუმენტს მივაწვდი საგამომძიებლო ორგანოებს. ეს ადამიანი ეწევა გოგონებისა და ქალების ბულინგს სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი გოგონა ესაუბრა ამ მამაკაცს და ფსიქიკურად არ უნდა იყოს ჯანსაღად“.

ვიცი, არაერთი მამაკაცი იყო შენზე შეყვარებული, სურდა შენთან ურთიერთობა და ოჯახის შექმნა, თუმცა შენ უარი უთხარი. ეს ნაბიჯი რომ არ გადადგი, ამის მიზეზი შენი შვილია თუ შენი არჩევანი იყო?

- ნამდვილად იყო მსგავსი მომენტები, მაგრამ მე ვთქვი უარი, იმ ეტაპზე, რადგან ჩავთვალე, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. ამბობენ, ოჯახის შექმნა პირველადაა მარტივი, თორემ მერე არაო. ჩემს შემთხვევაში ასე არ აღმოჩნდა (იცინის)… ჯერ კიდევ ველოდები ისეთ ადამიანს, ვინც წარმომიდგენია, რომ ჩემ გვერდით უნდა იდგეს…“

მომღერალი დასძენს, რომ შვილის, სანდროს აზრის გათვალისწინების გარეშე ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵17:00 სთ-დან ჩამოწერეთ სურვილები ფურცელზე და შეინახეთ - დღეს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა, რჩევები ასტროლოგისგან

🔵მზე მორიელში გადავიდა - წლის ყველაზე მისტიკური თვე დაიწყო

🔵„ლოცვა, „მამაო ჩვენო“ ყველაზე დიდი დამცავია“ - მიხეილ ცაგარელის რჩევა