Digest Logo

🎥 ამერიკაში მხოლოდ ბრძოლებისთვის მიდის – რატომ ცხოვრობს რომან დოლიძე ბათუმში, რას ჰყვება UFC-ის ქართველი მებრძოლი?

1792481856
 რომან დოლიძე

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე „იმედის დილის“ რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც კარიერაზე და საკუთარ თავზე ისაუბრა. 

როგორც ცნობილია იგი ბათუმში ცხოვრობს და როდესაც ბრძოლა ინიშნება, მაშინ მიდის ამერიკაში.

„როდესაც საქართველოში ვარ ჩემი დილის რუტინა განსხვავდება - აქ ბევრი საქმეები მაქვს და სულ ვცდილობ გაღვიძებისთანავე ვივარჯიშო, რადგან შემდეგ შეიძლება ვარჯიშის დრო არ დამრჩეს. 

დილით არ მაქვს ყავის და ჩაის ტრადიცია, უბრალოდ აუცილებლად უნდა ვისაუზმო, ისე სახლიდან არ გავდივარ, კვების შემდეგ აუცილებელია ვარჯიში“, - ამბობს სპორტსმენი.

მისი თქმით, ბათუმში ცხოვრება ისევე როგორც მისთვის ასევე მისი ოჯახისთვის უკეთესია.

„შინაგანად აქ ყოფნა უფრო მსიამოვნებს, თავს აქ უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე ამერიკაში. ცხოვრების წესი, რომელიც აქ გვაქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე კარგია ადგილია, რომ აქ ვიცხოვროთ და ვიყოთ“, - ამბობს რომან დოლიძე. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო; 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჩემი ცხოვრების ყველაზე მარტივი „დიახ“ - ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული

⭕„გულით ვიგრძენი, რომ სწორი იქნებოდა, ეს ეტაპი ისეთივე სახით შემენახა, როგორიც იყო“ - დებიუტიდან 20 წლის შემდეგ რატომ თქვა უარი მირანდა კერიმ Victoria’s Secret-ის შოუზე დაბრუნებაზე

⭕20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი – „მცირე უთანხმოება შესაძლოა დიდ კონფლიქტად იქცეს, აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ კამათს“

✕