Digest Logo

🎥 „ამხელა სტრესის და ტკივილის შემდეგ, თუ მარი ნაკანი დღეს კარგად არის, მეც კარგად ვიქნები“ - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

1778606047
თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მეუღლესთან დაშორების შემდეგ სოციალურ ქსელში მორგი მიმართვას ავრცელებს. 

მისი თქმით, ფოტოგრაფ მარი ნაკანის მდგომარეობა მისთვის მაგალითი და მოტივაცია იყო.

„მარი ნაკანის ვიდეოს ვუყურებდი და დავფიქრდი ამხელა სტრესის და ტკივილის შემდეგ, თუ ეს ადამიანი დადგა ფეხზე, მეც აუცილებლად ფეხზე დავდგები. 

მისი ისტორია, იყო ჩემთვის მაგალითი თუ როგორ შეიძლება მდგომარეობიდან გამოსვლა.

ვიცით ყველამ, რომ საფლავში არავინ არავის ჩაყოლია, მაგრამ ფეხზე დადგომა ამხელა სტრესის შემდეგ მისი მაგალითიდან გამომდინარე ჩემთვის იყო შვება.  ეს თუ დღეს ასე კარგად არის, ვფიქრობ მეც კარგად იქნება.

ვფიქრობ საჭიროა ამაზე საუბარი, რადგან შენი ცხოვრება და შენი საქციელი შეიძლება იყოს სხვისთვის დიდი მაგალითი“,  - ამბობს თამუნა მუსერიძე. 

ცნობისთვის, თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩავა ერთად 12 წელი ცხოვრობდნენ, მუსერიძე დაშორების მიზეზად მესამე პირს ასახელებს.

როგორც ცნობილია, 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ფოტოგრაფი მარი ნაკანი მეუღლეს გიორგი მამასახლისს დაშორდა. უფრო სწორად, თავად მარის თქმით, გიორგი წავიდა მისგან. მან ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას და მას მერეც არაერთი ვიდეო თუ ფოტო გამოაქვეყნა ამ თემაზე. ბევრ ვიდეოში ის ტიროდა და აღელვებული, იხსენებდა მეუღლესთან გატარებულ პერიოდს. 

თამუნა მუსერიძის მიმართვა: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა არის ჰანტავირუსი და გვემუქრება თუ არა კიდევ ერთი პანდემია?

⭕„დედის მინი ვერსია“ - რა ფოტოს გვიზიარებს ჯანეტ ქერდიყოშვილი

⭕ ლოცვა, რომელიც დღეს ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს!