Digest Logo

„Anouki Beauty, პირველი ქართული ძვირად ღირებული ბრენდი...“ - ანუკი არეშიძემ კოსმეტიკის ხაზი დააფუძნა

1726161739
ანუკი არეშიძე

ყოფილი ფეხბურთელის და თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლემ, მოდელმა და დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ტანის სამოსის შემდეგ საკუთარი კოსმეტიკური ხაზი დააფუძნა. anoukibeauty ასე ჰქვია კოსმეტიკის ხაზს, რომელსაც საზოგადოება სულ მალე შეიძენს.

ინფორმაცია მისი ოფიციალური გვერდის მეშვეობით ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

კოსმეტიკური ხაზი ოფიციალურად საზოგადოებას ანუკიმ დღეს, 12 სექტემბერს წარუდგინა.

„Anouki Beauty, პირველი ქართული ძვირად ღირებული, მაღალი ხარისხის სილამაზის ბრენდი, ამაყად წარმოაჩენს თავის სადებიუტო კოლექციას, თითქმის ხუთი წლის შემდეგ.

დააარსა სახელოვანმა ქართველმა დიზაინერმა, ანუკი არეშიძემ, ბრენდი აერთიანებს ელეგანტურობას, მდგრადობას და ინოვაციებს სილამაზეში. კოლექციის თითოეული პროდუქტი ზედმიწევნით არის შემუშავებული იტალიაში, შესაბამისად უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს,  მიწოდების უკომპრომისო ფუფუნება კი, გახდა ანუკის სახელის სინონიმი“, - წერს Anouki Beauty-ის ოფიციალური გვერდი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ANOUKIBEAUTY (@anoukibeauty)

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 სწორი კვება ავტოიმუნური დაავადებების ბუნებრივად სამკურნალოდ - რას გვირჩევს ექიმი ლაშა ჯაყელი?

🎥 შეხვედრა ბიოლოგიურ დასთან - რა კადრებს ავრცელებს თამუნა მუსერიძე?

„მიქაუტაძეს დრო და მხარდაჭერა სჭირდება“ - ადელ შედლი „ლიონის“ ფანებს