Digest Logo

„არ მესმის, ორჯერ ნანახ ადამიანებს რომ ეპატიჟებიან დაბადების დღეზე...“ - რას ამბობს ლიზა დარასელია

1787210495
ლიზა დარასელია

რამდენად უყვარს ლიზი დარასელიას საკუთარი დაბადების დღე, როგორ აღნიშნავს ხოლმე ამ დღეს და რით იყო მისი წლევანდელი წვეულება გამორჩეული - აღნიშნულის შესახებ მომღერალმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:

„ზოგადად, ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან მიყვარს. ჩემი მეუღლე რადიკალურად განსხვავდება – საერთოდ არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ჩემ გამო უწევს ხოლმე (იცინის). ჩემთვისაც გააჩნია გარემოს: მომღერალი როცა ხარ, ყურადღების ცენტრში ექცევი, ამას მიჩვეული ვარ და როცა ასე არ ხდება, ცოტა ვიწყენ (იცინის). დაბადების დღეზე იმდენად ახლობლები არიან, იმდენად ოჯახური გარემოა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა თავისთავად გამოდის, რადგან იუბილარი ხარ, თუმცა ამ გარემოში ეს არ არის პრიორიტეტი.

საერთოდ, მე არ მესმის, ორჯერ ნანახ ადამიანებს რომ ეპატიჟებიან დაბადების დღეზე. ეს ისეთი დღეა, როცა მხოლოდ ძალიან ახლობლები უნდა გყავდეს გვერდით, მე ასე ვფიქრობ. ის ადამიანები არიან ჩემ გვერდით, ვისაც ვიცი, რომ ჩემი არ შურს, ვუყვარვარ და გულწრფელად უხარია ჩემი კარგი, ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ და მთავარი ესაა.

34 წლის ასაკში... დიდი ალბათობით, მეყოლება შვილები, ვიქნები ძალიან წარმატებული, მექნება ჩემი საქმე და ამით გამიცნობს ხალხი. სიმღერის სფეროში უკვე მიცნობენ, წარმატებულიც ვარ, ასევე მიცნობენ, როგორც ვიტალი დარასელიას შვილიშვილს, მაგრამ ამის გარდა მინდა, რომ თავი დავიმკვიდრო, როგორც ბიზნესვუმენმა. ვნახოთ, იმედია, გამომივა“, - აღნიშნა ლიზი დარასელიამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წაშალეთ არასაჭირო კონტაქტი ან დაიწყეთ საქმე...“ - მარტივი პრაქტიკა თამუნა იოსელიანისგან

⭕ ლიზი დარასელია: ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე

⭕ „მიანიშნებს რესურსების იმპულსურად და არასტრატეგიულად ხარჯვაზე...“ - ვენერა-სატურნის დაპირისპირება: რამაზ გიგაურის პროგნოზი