Digest Logo

🎥 „ავად ვიყავი, იმ პერიოდში ძალიან დიდი დრო გავატარე საკუთარ თავთან, ბევრი რამ გადავაფასე“ - არის თუ არა ურთიერთობაში კრისტი ყიფშიძე

1732267620
კრისტი ყიფშიძე

მოდელი კრისტი ყიფშიძე 47 წლის ასაკში მშვენივრად გამოიყურება. ამჯერად იგი ერთ-ერთი პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

ერთ-ერთი კითხვა პირად ურთიერთობებს უკავშირდებოდა, რაზედაც მოდელმა დადებითი პასუხი გასცა. 

ქრისტი ყიფშიძე ამბობს, რომ ძალიან კარგ ურთიერთობაშია საკუთარ თავთან.

- არის თუ არა ურთიერთობაში ჩვენი ლეგენდარული მოდელი კრისტი ყიფშიძე? 

„კი ვარ, ძალიან კარგ ურთიერთობაში ვარ და ეს არის საკუთარი თავი. რომ ამბობენ, უნდა შეიყვარო საკუთარი თავი ამას ვერ ხვდებიან რას ნიშნავს. ჰგონიათ, რომ ნარცისი, ეგოისტი უნდა გახდე, არა პირიქით, პირველ რიგში უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე საკუთარ თავს. სარკეში რომ იყურები უნდა გრძნობდე, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც გიყვარს. 

ეს მოხდა ბოლო 1-2 წელია. მანამდე ბევრი პრაქტიკებიც გავიარე, მედიტაციები, ფსიქოლოგთან ვიზიტები.

არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ აქვს პრობლემა, რაღაცაზე არ ნერვიულობს. ავად ვიყავი, იმ პერიოდში ძალიან დიდი დრო გავატარე საკუთარ თავთან, მაშინ ძალიან ბევრი რამ გადავაფასე. ალერგია მქონდა სახეზე, რაც ძალიან მძიმედ გადავიტანე“, - ამბობს ქრისტი ყიფშიძე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Tinano (@tinano_buchuadze)

ასევე დაგაინტერესებთ:

„ალბათ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, დამოკიდებული იყო ეგ ბიჭი და სულ ძალადობდა“ - რას ჰყვებიან საგარეჯოში სასტიკად მოკლულ ქალზე

„ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ­ხე­ლა ბუ­ლინ­გის ატა­ნა, გაძ­ლე­ბა, თუმ­ცა...“ - ქეთო თოფურიძის პირველი კომენტარი

🎥 „ღმერთო მაპატიე“ - ხათუნა ხოფერიას მიერ წაკითხული ლექსი