ტელეწამყვანი ნინო ჭანტურაია გადაცემაში „ჩვენი საქართველო“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც იმ ქალაქზე ისაუბრა, სადაც დაიბადა და გაიზარდა.
მისი თქმით, ბათუმი სიყვარულია და როგორც თავად ამბობს, ეს უნიკალური ქალაქია თავისი ისტორიით.
„ბათუმი სიყვარულია. მე გავიზარდე და დავიბადე ბათუმში, მე იქაური წვიმა, ზღვა და ქუჩა მზრდიდა. ყოველთვის ვამაყობ, რომ ვარ ბათუმელი.
ამდენი წლის შემდეგ, როდესაც ჩავდივარ ჩემ ქალაქში, როგორც კი დავინახავ შუქურას, ზღვის სანაპიროს და ვიგრძნობ ბათუმის სურნელს, უკვე იქიდან სულ სხვა ემოციები ჩნდება ჩემში.
უნიკალური ქალაქია თავისი ისტორიით. იმიტომაც, რომ ბათუმი სიყვარულია, აქ არაჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ, აქ სხვა სიყვარულია“, - ამბობს ტელეწამყვანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ამ ქალაქს უკავშირდება“ - აჩიკო ბერიძე ბათუმზე