ცნობილი ტელესახე და 2 შვილი დედა რუსკა მაყაშვილი პოდკასტს „KIDOC თამარ ობგაიძესთან ერთად“ სტუმრობდა, სადაც მან მეუღლესთან - სანდრო ნიჟარაძესთან დაშორების შესახებ შვილების რეაქციებსა და ოჯახურ დინამიკაზე გულახდილად ისაუბრა.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, ეს ნაბიჯი წლების განმავლობაში გადაუწყვეტელი იყო, თუმცა როდესაც ურთიერთობა ტოქსიკური ხდება, ბავშვები ამას ყველაზე მწვავედ გრძნობენ.
„ორი წელი გავიდა და მაინც აქტუალურია ჩემი ყოფილ მეუღლესთან დაშორების ამბავი. ბევრი წელი დამჭირდა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა - ძირითადად იმიტომ, რომ ვცდილობდი, ოჯახი ბავშვებისთვის შემენარჩუნებინა.
თუმცა, როდესაც ეს ყველაფერი ტოქსიკურობაში გადადის, რა მაგარი ტიპიც უნდა იყავი და ცდილობდე, რომ არ იმჩნევდე, სახეზე ყველაფერი გაწერია. ამას შვილზე მეტად ვერავინ გრძნობს. ბავშვები ამას ყველაზე მეტად ხვდებიან და განიცდიან. მერე მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ ბედნიერ შვილებს ბედნიერი დედა ზრდის.
ბავშვებს ჩვენი და სანდროს დაშორების შესახებ ძალიან მარტივ და მათთვის გასაგებ ენაზე ვუთხარით. ცალკეც დაელაპარაკა, მეც დღემდე ვესაუბრები ჩემს შვილებს ამ თემაზე. მეტიც, სულ ვეუბნები: თუ რამე კითხვა გექნებათ, მკითხეთ და გიპასუხებთ.
ილიას უფრო მეტი სტრესი ჰქონდა... თუმცა ახლა ჩვენმა შვილებმა იციან, რომ მე და მათი მამა ძალიან კარგი მეგობრები ვართ“, - ამბობს რუსკა მაყაშვილი.
ნახეთ ვიდეო;
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჩემი ცხოვრების ყველაზე მარტივი „დიახ“ - ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული