
მოდელისა და ტელეწამყვანის, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს დედასთან ერთად და გამომწერებს ულამაზეს კადრებს უზიარებს.
ამჯერად ევამ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ის მამაკაცთან ერთად ჩანს, თუმცა კადრებში კაცის სახე დაფარულია. სწორედ ამან გააჩინა კითხვები – არის თუ არა ეს მამაკაცი ის, ვინც ევას გული დაიპყრო?
გამომწერები უკვე ვარაუდობენ, რომ ევას ცხოვრებაში შესაძლოა მნიშვნელოვანი პიროვნება გამოჩენილიყო, თუმცა თავად მოდელი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
„ვაუ, ეს ბიჭი ვინ არის“,
„ულამაზესი და უთბილესი ევა“,
„გაგაძლიეროთ უფალმა“,
„შეუდარებელი და დახვეწილი“,
„აქ რა ხდება!?“,
„ეს ის არის, რაც მე მგონია“,
„ბედნიერი იყავი შენი დედიკოსავით“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: