Digest Logo

🎥 „ბენს მოსწონს ჩემი პოპულარობა, ისიც ჩემ ხარჯზე პოპულარული გახდა“ – ნუკი კოშკელიშვილი მეუღლეზე

1784029802
ნუკი და ბენი

ინფლუენსერი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, გამომწერებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. იგი რამდენიმე დღის წინ შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოფრინდა.

ნუკი „მძიმე წერტილის“ სტუმარი იყო, სადაც მეუღლის შესახებ ისაუბრა. 

„ბენი და ჩემი შვილები ჩემი ცხოვრების მთავარი შემსრულებლები არიან. 

სულ იძახის ბენი სხეული მაქვს ამერიკული, გული კი ქართულია, ისწავლა ისეთი სტუმარმასპინძლობა, როგორიც ვიცით საქართველოში. დიდი გულის კაცია და ძალიან კეთილია. 

ერთად სულ ბევრს ვიცინით“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი. 

მისი თქმით, ბენის მოსწონს, რომ ცოლი პოპულარულია და ეს მას პრობლემას არ უქმნის: 

„ბენს მოსწონს ჩემი პოპულარობა, ისიც ჩემ ხარჯზე პოპულარული გახდა“, - ამბობს ნუკი. 

ცნობისთვის, ინფლუენსერი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე თვის წინ მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის ამერიკელ მეუღლეს, ბენს, ოლივერის მერე მეორე ვაჟი შეეძინათ. პატარას შიო-რიუვენი დაარქვეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს განსაკუთრებული ახალმთვარეობაა“ - რა არის სასურველი ამ პერიოდში და რისგან სჯობს თავის შეკავება?

⭕„დღეს ფინანსური ახალმთვარეობაა, განეწყვეთ მხოლოდ კარგისთვის და გაიმეორეთ პოზიტიური აფირმაციები....“ - თაკო მელიქიშვილი 14 ივლისის ენერგიებზე

⭕„14 ივლისს, თბილისის დროით 13:44 საათზე...“ - რას წერს ასტროლოგი წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენაზე