საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი [ირმა კურტანიძე] პატიმრობიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა.
იგი საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს „სხვა ნანუკასთან“ აკეთებს, სადაც ციხეში გატარებულ დღეებზე ჰყვება.
„ჩემნაირი ადამიანისთვის ასეთ პატარა სივრცეში ცხოვრება არის ნამდვილი კოშმარი, რადგან მაქვს კლაუსტროფობია, საზოგადოებრივი ტუალეტშიც რომ შევდივარ კარს არ ვხურავ და უცებ შედიხარ სივრცეში და ისმის კარების ბრახუნი, იკეტები და რჩები....
პერსონალი იქ არის ძალიან ადამიანურები. იქ ბევრად ადამიანური გარემო დამხვდა, ვიდრე ველოდებოდი.
ციხე არის ადგილი, სადაც მისჯამდე ხარ, მისჯის შემდეგ კი გადადიხარ ზონაზე. აქ თავისუფლად სეირნობ ეზოში, მაღაზიაც არის, სალონიც იყო. დახურულ სივრცეში კი არის მხოლოდ ოთახები და დერეფანი“, - ამბობს ხატია წერეთელი.
ცნობისთვის, ხატია წერეთელი პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2025 წლის 27 აგვისტოს დააკავეს.
შსს-მ 2025 წლის 27 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.
დააკავეს როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. მათ შორის, ირმა კურტანიძე იგივე ხატია წერეთელი. დანაშაულები 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ხუთი წელი დეპრესიაში ვიყავი, სახლიდან არ გავდიოდი...“ - რას ჰყვება მაიკო კაჭკაჭიშვილი
🎥 უბარაქობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი - რატომ ვერ ინარჩუნებ ფულს?