Digest Logo

🎥 „ჩემს პროფესიაზე უარის თქმამ მომიწია, თუმცა არც ერთი წამით არ ვნანობ... ოთო ძალიან ჩართული მამაა“ - ოთარ კაკაბაძის მეუღლე

1720518745
ოთარ კაკაბაძე

საქართველოს ნაკრების წევრის, ოთარ კაკაბაძის მეორე ნახევარი მარიამ ჩავლეიშვილი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრობდა, სადაც მან მეუღლის შესახებ ისაუბრა.

როგორია ფეხბურთელის რუტინა და რაში უწყობს ხელს მას მეუღლე? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ინტერვიუ, ნახეთ ვრცლად ვიდეო

„არ არის მითი, რომ სპორტსმენის მეუღლეობა რთულია. უნდა შეუწყო ხელი, კვებით, რაციონით, ძილის რეჟიმით, უნდა ჰქონდეს თავისი კუთხე, სივრცე, მოისვენოს. 

ზოგადად ოთო ძალიან ჩართული მამაა, ცდილობს, იოანესთან დიდი დრო გაატაროს“, - ამბობს იგი.

როგორც ოთარ კაკაბაძის მეუღლე გადაცემაში აღნიშნავს, მას საკუთარ პროფესიაზე უარის თქმა მოუწია.

„მომიწია ჩემს პროფესიაზე უარის თქმა, სამწუხაროდ. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, თუმცა არც ერთი წამით არ ვნანობ, რადგან ძალიან დიდ კომფორტში მამყოფებს ჩემი მეუღლე. ოთო ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია, ის თავის მხრივ მამყოფებს კომფორტში, მე – ჩემი მხრივ…“ - ამბობს  მარიამ ჩავლეიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოსაწევი არის პირველი კატალიზატორი, რომ შემდეგი ნაბიჯი გადგა და ძლიერ ნარკოტიკში გადაცურო...“ - რას ჰყვება გიორგი ყიფშიძე ნარკოდამოკიდებულებაზე?

⭕„მეორე შანსი მომეცა ცხოვრებაში, რომელიც კეთილმა ადამიანმა მაჩუქა და დღეს ბედნიერი ვარ“ - როგორ დაუბრუნდა ცხოვრებას გიორგი ყიფშიძე?

⭕ 🎥 „ქალს ყველაზე მეტად ბედნიერება უხდება!“ - კადრები შორენა ბეგაშვილის გრანდიოზული დაბადების დღიდან