
ტელეწამყვანი ნანუკა გულუა და მსახიობი ანი ჩირაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანზე დამეგობრდნენ. დოჩი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩიკას სერიალიდან წასვლის შესახებ გაიგო. ის „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ჩიკა სერიალს ძალიან აკლია და რატომღაც ჰგონია, რომ ერთხელაც ის „ჩცდ“-ს დაუბრუნდება.
„ანამ ამიხსნა რატომ მიდიოდა „ჩცდ“-დან, რატომ იყო ეს მისთვის მნიშვნელოვანი და ამით რა პრობლემებს გადაწყვეტდა. ამიტომ არ მქონია ის დამოკიდებულება, ვაიმე, ჩვენი ოჯახიდან მიდის-მეთქი. მე და ანი ვმეგობრობთ და ის ჩემს გულსა და ცხოვრებაში, ისედაც სულ იქნება.
ჩიკა სერიალს ძალიან აკლია. ყველა პერსონაჟს თავისი ხიბლი და ადგილი აქვს. მაგრამ ჩიკა ამ სერიალის ფეიერვერკია.
პირველად ვამბობ ამას, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩცდ-ში გარდაცვლილია, მინდა გამოგიტყდეთ, მე მაინც მგონია, რომ ის ერთხელაც სერიალში დაბრუნდება. დაიმახსოვრეთ. ცოტა ხნით სძინავს და ისევ გამოჩნდება.
ქეთი დევდარიანი ისეთი ფენომენია, თუ მოუნდა, ისე „აღდგება“ გარდაცვლილი ჩიკა, მშვენივრად. ათასი რამის მოფიქრება შეიძლება“, - ამბობს ნანუკა გულუა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გაუპატიურების მსხვერპლი უკრაინელი ქალი დაზარალებულად ცნეს!“ - ბაია პატარაია
🔵„დღეს მოერიდეთ დაპირებების გაცემას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება“ - ცაგარელი
წყარო: www.primetime.ge