
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ოჯახური დავა - ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მოდელ ნეკა დოროყაშვილს შორის, რეზონანსული საქმე იყო ქართულ საზოგადოებაში. რამდენიმე წლის წინ დაწყებული სასამართლო საქმე, რომელიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობის ბრალდებებს მოიცავდა, საბოლოოდ ბასილაშვილისთვის გამამართლებელი განაჩენით დასრულდა - სასამართლომ ჩოგბურთელი უდანაშაულოდ ცნო.
სასამართლო პროცესი საზოგადოებაში დიდი ინტერესის ფონზე მიმდინარეობდა და თითოეულ განვითარებას მედია აქტიურად აშუქებდა.
იმ პერიოდში ბასილაშვილის პირად ცხოვრებასაც დიდი ყურადღება ექცეოდა: ჩოგბურთელის გვერდით ხშირად ჩნდებოდა მისი ახალი მეგობარი გოგონა - შარლოტა ელენა, რომელიც თავადაც სპორტსმენია.
რამდენიმე თვის წინ ყვითელ პრესაში დაირხა ხმები, რომ შარლოტა ელენა და მისი პარტნიორი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაშორდნენ. ჭორებს საფუძვლად შარლოტას სოცქსელებში გაჩენილი სიჩუმე და ერთობლივი ფოტოების სინაკლებე დაედო.
თუმცა, ბოლო ფოტოებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა - შარლოტამ თავად გააქარწყლა გავრცელებული ინფორმაცია!
ამჯერად, უიმბლდონის ტურნირზე წყვილი ერთად გამოჩნდა.
არანაკლები ყურადღება მიიპყრო შარლოტას ახალ ფოტოებში კიდევ ერთმა კადრმა, სადაც ის პოზირებს როზი ჰანთინგტონ-უაიტლისთან - ჯეისონ სტეტჰემის ცოლთან და Victoria's Secret-ის ყოფილ ანგელოზთან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ტაქსის მძღოლს მისამართი შეეშალა“ – დაგვიანებული აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს
⭕„ერთად შემოგვეპარა ჭაღარა“ - გვანცა დარასელიას იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ერთად
⭕„გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას!“ - ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს