
ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, ხშირად ჩნდებოდა როგორც პოდიუმზე, ასევე ტელეეკრანზე.
ეკო სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად პერიოდულად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად მან ძველი კადრები გამოაქვეყნა, რომელიც 2003 წელს მოდის ერთ-ერთ ჩვენებაზეა გადაღებული.
„მე და ნინო ორდენიძე 2003 წელს ჩვენებაზე. ქერა, მოკლე თმით მე ვარ“, - წერს ეკო ფანგანი.
ცნობისთვის, ნინო ორდენიძე ბევრს ახსოვს, როგორც ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი მოდელი. მოგვიანებით მან ოჯახი შექმნა შსს-ს იმჟამინდელ მაღალჩინოსთან, რის შემდეგ პროფესიას ნელ-ნელა ჩამოშორდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ღიმილის დედოფალო“ - ბაბი კირკიტაძის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა