
მოდელ სალომე კაპანაძის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. მან დიდი ხნის ოცნება აიხდინა და საკუთარი, ახალი სახლიც იყიდა, რომელიც მისივე გემოვნებით მოაწყო. ინფლუენსერი სოციალურ ქსელშიც აქტიურადაა ჩართული, ის ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
სალომე კაპანაძემ დაახლოებით ერთი წლის წინ პლასტიკურ ქირურგ ზურა კეკელიასთან მკერდის ოპერაცია გაიკეთა, რასაც გართულებები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქირურგის სახელთან ბოლო დროს, მედიაში არაერთი სკანდალი გავრცელდა.
ამჯერად, მან ჟურნალ „თბილისელებთან“ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკერდის ოპერაციაზე ისაუბრა, რამაც როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად დააზიანა.
სალომე კაპანაძე: მგონი, ყველამ იცის, როგორ წარუმატებლად დასრულდა ჩემი მკერდის პლასტიკური ოპერაცია, რომელიც საქართველოში გავიკეთე. მხოლოდ ფიზიკურ ტრავმას არ ვგულისხმობ, ამ ოპერაციამ ფსიქოლოგიური ტრავმაც მომაყენა. ძალიან ცუდია, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ არ ვიცი, როგორღა უნდა ვენდო ქართველ პლასტიკურ ქირურგებს?! - ძალიან განვიცდი, როცა ვიგებ, რომ ვინმე ქართველ ექიმთან აპირებს რომელიმე პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შეცდომები. ამიტომაც წავედი თურქეთში. გადავწყვიტე, გამევლო კონსულტაცია მკერდთან დაკავშირებითაც და პლუს გამეკეთებინა „ბიბიელი“, რაც მართლა დიდი ხანია, მინდა. „ბიბიელი“ ნიშნავს საკუთარი ცხიმის სწორად გადანაწილებას მთელ სხეულში. მაგალითად, როცა სარკეში იხედები და ფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, კონკრეტული ადგილი უფრო მეტად მრგვალი ან თხელი ყოფილიყო, ზუსტად ამ წარმოდგენების მიხედვით გინაწილებს ექიმი სხეულში თქვენს ცხიმს პროპორციულად. მიხარია, რომ ამის გაკეთება შევძელი. მკერდის გაკეთება ცოტა ხანი არ შეიძლება, მაგრამ კონსულტაცია გავიარე და ვიცი, სად გავიკეთებ მომავალში. ასე თუ ისე, ეს ტრავმა გადავლახე.
– ვინც ახალი ფოტოები ნახა, მიხვდება, რომ მეორე ოპერაციით ძალიან კმაყოფილი ხარ...
– ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, საბედნიეროდ. რეაბილიტაცია უმარტივესი იყო. ერთ თვეში ისე ვიყავი, თითქოს არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია. ყველას ვურჩევ, ექიმის შერჩევისას დიდი ყურადღება მიაქციოს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და შედეგიც სასურველი ჰქონდეს. იმედია, საქართველოში ამ შედეგის მიღწევა მალე იქნება შესაძლებელი და აღარავინ გაივლის იმას, რაც მე გავიარე, დავსახიჩრდი ექიმის უპასუხისმგებლობის გამო.
– წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, ამ ნაბიჯის კიდევ ერთხელ გადადგმა არ გაგიჭირდა?
– კი, გამიჭირდა, თან ძალიან. ოპერაციაზე ისე წავედი, არავისთვის მითქვამს მშობლებისთვისაც კი და ცუდი შედეგი რომ მქონოდა, ვერ გადავიტანდი. საბედნიეროდ, ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოხარშო და მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, გაამართლა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ გავატაროთ ზაფხული და დავისვენოთ ფენშუის მიხედვით?! - თიკა ქოქაშვილის რჩევები