
მომღერალი ელენე ფოჩხუა მეუღლეს გაშორდა, მიზეზი ქმრის მხრიდან ღალატი გახდა. ცნობილია რომ მომღერალი ყოფილ ქმართან ჯვრის აყრასაც აპირებს.
როგორც ელენე ფოჩხუა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, ყოფილი ქმრის ოჯახის ზოგიერთ წევრთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა.
„დედამთილთან და მულთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, გადასარევი. მამამთილთან კი ყველანაირი კონტაქტი შევწყვიტე და არ მინდა ამაზე საუბარი. ერთს ვიტყვი: მან შვილის მხარე დაიჭირა და ხელი შეუწყო, დედამთილი ძალიან კარგი ადამიანია და დიდ პატივს ვცემ…“ - ამბობს ელენე ფოჩხუა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„პოზიტიური დღეა ძველი ურთიერთობის აღსადგენად“ - მიხეილ ცაგარელი