დიზაინერი ავთო ცქვიტინიძე „იუთუბის“ არხზე კოტcast-ის სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთი თემა, რომელსაც იგი შეეხო თანამედროვე ჩაცმულობა და მაღალი მოდა იყო. მისი თქმით მოდა სულ სხვა რამეა, ხოლო ტანსაცმელი სულ სხვაა.
„მოდის მიმდევრები სულ სხვა ემოციით ყიდულობენ ტანსაცმელს, რომელსაც ქმნის დიზაინერი, ის პატივის სცემს იმ ქმნილებას. ტანისამოსი, რომელიც მასისთვის არის გათვლილი შეიძლება იყოს ყველა ზომაში და ყველა ფერში.
შენი შინაგანი მდგომარეობა უნდა იყოს ორგანული. რაც „გისწორდება“ და რისი საშუალებაც გაქვს იმას იცვამს ადამიანი. ვფიქრობ, დღეს უფრო პრიორიტეტია იყო ჯანმრთელი, ვიდრე გეცვას YSL (ივ სენ ლორანის) პერანგი.
თუმცა, იმ ტიპის შეიძლება იყიდო დაბალ ბიუჯეტური პერანგი, რასაც იდეალურად ახერხებს მარკეტი და ასევე გქონდეს პერანგი YSL, რომელიც გიხდება.
ახლა უკვე ის დრო დადგა, რომ ადამიანებს ყველგან იღებენ არა ჩაცმულობით, არამედ იმით თუ რამდენად ორგანულია და საინტერესო“, - ამბობს დიზაინერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს - ნახეთ, შვილების რეაქცია