მოდელი და 2 შვილის დედა ჯანეტ ქერდიყოშვილი 29 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 34 წლის გახდა და დაბადების დღე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.
ჯანეტი სოციალურ ქსელში აქტიურია და ამჯერად მან გამომწერებს დაბადების დღიდან ოჯახური კადრები გაუზიარა, რომელსაც სამადლობელი პოსტი დაურთო:
„დიდი მადლობა თითოეული თბილი სიტყვისთვის და იმ სიყვარულისთვის, რასაც ვიღებთ თქვენგან“,- წერს მოდელი.
ცნობისთვის, ჯანეტი ტელეწამყვანის ნოე სულაბერიძის მეუღლეა. წყვილს ორი შვილი - ანნა და ლილი ჰყავს.
2019 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ „მის საქართველო“ პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე დაინიშნა. წყვილი სამოგზაუროდ ევროპაში წავიდა - ისინი ჯერ ავსტრიაში პრესტიჟულ ღონისძიებას დაესწრნენ, შემდეგ კი თაფლობის თვე იტალიაში გაატარეს.
ნახეთ ვიდეო 👇
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕იუპიტერი მიწის ნიშნებში - „გრძელვადიანი მიზნები რეალობად იქცევა“