10 ნოემბრიდან 22:00 საათიდან „იმედის“ მაყურებლის ყველა თაობისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი მეგაშოუს - „ვინ ვინ არის“ ახალი მეხუთე სეზონი დაიწყო.
პირველი და მეორე გადაცემა უკვე ეთერში გავიდა და ნიღაბი ორმა ცნობილმა ადამიანმა მოიხსნა. დეტექტივების გადაწყვეტილებით გადაცემას პირველ ეპიზოდში გამოეთიშა „პუდელი“, რომლის ნიღაბიც მორგებული ჰქონდა მომღერალ ნატო გელაშვილს. მეორე ეპიზოდში კი „ბერიკას“ ნიღაბი იმედა კახიანს ჰქონდა მორგებული.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში მომღერალი და შოუს წამყვანი მაკა ზამბახიძე ეხმაურება:
„ეს იყო წარმოუდგენლად ძალიან მაგარი. ჩვენი ლეგენდა იმედა კახიანი.
დიდხანს სიცოცხლე თქვენ და მადლობა, რომ იყავით ხალხის საყვარელი გმირი „ბერიკა“ .
მადლობა ამ პროექტს, რომ ასეთ ლეგენდებს გვახვედრებს სულ სხვა ამპლუაში“, - წერს მაკა ზამბახიძე ფოტოებზე.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როდემდე არ იქნება წვიმა თბილისში - „ჰაერის დაბინძურება ისევ ნარჩუნდება“
⭕იოჰან სებასტიან ბახის დაკარგული ნაწარმოები 320 წლის განმავლობაში პირველად შესრულდა