Digest Logo

„ძალიან მინდა ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე, მის გვერდით ყოფნა რთულია“ - ილია თოფურიას დედა, შვილის მომავალ მეუღლეზე

1795375197
ინგა ბენდელიანი

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას დედამ ინგა თოფურიამ, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში შვილის მომავალ მეუღლეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს, ილიას ქართველი მეუღლე ჰყავდეს, თუმცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქალს მისი შვილი უყვარდეს და ქართულ ტრადიციებს პატივს სცემდეს.

„მე ძალიან მინდა ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე. მინდა, ჩემი შვილიშვილები ქართული ტრადიციებით გაიზარდონ, ეს შეიძლება არაქართველმაც შეძლოს, რომელსაც ეყვარება ქართველი მეუღლე. ვისაც ჩემი შვილი ეყვარება და ქართულ ტრადიციებს პატივს სცემს, ის იქნება ილიას მეუღლე. რა თქმა უნდა, მე მინდა [ქართველი რძალი] ბევრი მიზეზის გამო. მიყვარს ქართველი გოგონები, შემოევლოს ჩემი თავი… საბოლოოდ, ამას ისევ და ისევ ილია გადაწყვეტს და არა მე, როგორც ამის ინტერპრეტირებას აკეთებენ…“, – აღნიშნა ილიას დედამ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ფიზიკურად ვერ გპასუხობთ, მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის“ - მარიამ შარმანაშვილი

⭕რატომ გვთავაზობენ ყავასთან ერთად წყალს? - ამ ტრადიციას თავისი მიზეზი აქვს, რას წერს არუნ ხათრი

⭕„ბრძოლის საწყის წუთებში ჩემმა ძმამ მარცხენა მხარი ამოიგდო, რამაც ბრძოლის მიმდინარეობა სრულად შეცვალა...“ - ილია თოფურია ძმის ბრძოლაზე

✕