
რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
ცოტა ხნის წინ რუსკა პირველად გახდა დედა. მას და მის მეუღლეს, ლაშა მოწონელიძეს ბიჭი შეეძინათ.
რუსკა სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად იგი დასასვენებლად იმყოფება, საიდანაც სახალისო ვიდეოს გვიზიარებს.
„ძალიან ვიცინი“, - წერს რუსკა კადრებზე.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩახუტებების დღე...“ - თიკა ფაცაცია სიმღერის პრემიერიდან თბილ ფოტოებს აქვეყნებს
⭕ლი პეისი და მეისი უილიამსი „პრაქტიკული მაგიის“ სიქველში ითამაშებენ
⭕ „მაგია გვაკავშირებს...“ - ილია თოფურიას მეუღლე ბალიდან ახალ კადრებს გვიზიარებს