Digest Logo

ძვირფასი საქორწინო საჩუქარი და თაფლობის თვე საფრანგეთში - რა კადრებს გვიზიარებს შორენა ბეგაშვილი

1784012930
შორენა ბეგაშვილი

ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა. მან და მისმა რჩეულმა, ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძემ ქორწილი იტალიაში, კერძოდ კომოს ტბაზე გადაიხადეს.

ქორწილის კადრები შორენა ბეგაშვილს საკუთარ გვერდზე არ გაუზიარებია, კადრები მისმა შვილმა ევამ და შორენას დამ გაავრცელა.

თუმცა შორენა ახლა გვიზიარებს კადრებს, იგი მეუღლესთან ერთად თაფლობის თვეს საფრანგეთში, პარიზში ატარებს და ეიფელის კოშკის წინ გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს. 

შორენა ბეგაშვილის საქორწინო საჩუქარი ძვირფასი, თვალისმომჭრელი სამკაულია - მან მეუღლისგან Tiffany & Co.-ის ყელსაბამი მიიღო. ეს ყელსაბამი Tiffany HardWear-ის კოლექციის ნაწილია - ხაზის, რომელიც შთაგონებულია ნიუ-იორკის ენერგიითა და არქიტექტურით. 

ბრილიანტის პავეს მასშტაბური და დახვეწილი ნამუშევრის გამო, ამ გრადუირებული ყელსაბამის ექსკლუზიური ვერსიების ფასი, დაახლოებით, $100,000-დან $300,000-მდე მერყეობს.

ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა.

იგი ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა ურუ­შა­ძე­ზეა დანიშნული, რომელიც 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუ­შა­ძე რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და იგი ასე­ვე ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის წი­ლის მფლო­ბე­ლია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს ფინანსური ახალმთვარეობაა, განეწყვეთ მხოლოდ კარგისთვის და გაიმეორეთ პოზიტიური აფირმაციები....“ - თაკო მელიქიშვილი 14 ივლისის ენერგიებზე

⭕ტრაგედია გორში - ცნობილია ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა

⭕„14 ივლისს, თბილისის დროით 13:44 საათზე...“ - რას წერს ასტროლოგი წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენაზე