Digest Logo

„ემიგრაციაში ყოფნა განსაკუთრებით რთული პირველი სამი წელია“ - ნუკი კოშკელიშვილი

1783945673
 ნუკი კოშკელიშვილი

ინფლუენსერი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, გამომწერებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. იგი რამდენიმე დღის წინ შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოფრინდა. 

ნუკი „მძიმე წერტილის“ სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა ერთ-ერთი ამერიკაში ცხოვრება იყო. 

„ემიგრაციაში ყოფნა განსაკუთრებით რთულია პირველი სამი წელი, ჩემ შემთხვევაში ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ცოლ-ქმრობის პირველ სამ წელს დაემთხვა ემიგრაცია“, - ამის შესახებ ინფლუენსერი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საუბრობს. 

მან ასევე ამერიკელ მეუღლეზე ისაუბრა: 

„ახლა უფრო მომწონს ჩემ ქმრთან ურთიერთობა, ვიდრე სანამ გავთხოვდებოდი და შეყვარებულები ვიქნებოდით. 

ბენი ჩემი საუკეთესო მეგობარია, ყველა თემაზე ველაპარაკებით ერთმანეთს“, - ამბობს ნუკი. 

ცნობისთვის, ინფლუენსერი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე თვის წინ მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის ამერიკელ მეუღლეს, ბენს, ოლივერის მერე მეორე ვაჟი შეეძინათ. პატარას შიო-რიუვენი დაარქვეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ქაღალდის ჭიქები, პლასტმასის საწრუპები, ქსოვილის ნაჭრები, ოვულაციის ტესტი, პლასტიკური პარკები, კანფეტის ქაღალდები...“ – ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილიდან შეგროვებული ნაგავი გაყიდეს

⭕„ორივე მშობიარობა საკმაოდ მარტივი იყო, ისე მალე მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარი“ - რუსკა ქარქაშაძე გამომწერების შეკითხვებს პასუხობს

⭕„ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ხანმოკლე იქნება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის