Digest Logo

„ერთი თვე სიკვდილს ვებრძოდი. ძალიან ცუდად გადავიტანე, თმა სულ გამცვივდა, 11 კილოგრამი დავიკელი“ - რას ჰყვება ცუცა კაპანაძე

1679640657
ცუცა კაპანაძე

ცუცა კაპანაძემ, რომელიც 12 წელზე მეტია აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს, „თბილისელებს“ მოუყვა როგორი იყო მისი ამერიკული რვა მარტი, როგორ აღნიშნავს დღემდე განსაკუთრებულად დედის დღეს და რა ბედნიერი მოგონებები აკავშირებს ამ დღესასწაულებთან. 

ცუცა კაპანაძე: ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც ყველა ქალბატონს ვულოცავ 8 მარტს. მამაკაცებს კი ვეტყვი, რომ მანდილოსნები მხოლოდ ამ დღეს არ უნდა გაგახსენდეთ, ქალს ყოველდღე უნდა მიართვა თუნდაც ერთი კონა ია ან ერთი ვარდი. ეს მას ძალიან გაულამაზებს ცხოვრებას და ყველაფერი კარგისთვის მისცემს სტიმულს. მერე თვითონ მამაკაცები დატკბებიან ნასიამოვნები ქალებით და სახლში კოპებშეყრილი მეუღლის ნაცვლად, გაღიმებული ქალი დახვდებათ (იცინის).

– დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ არაერთხელ გისაუბრიათ და დედის დღეს დღემდე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ.

– ჩემი დედიკო ძალიან ახალგაზრდა, 61 წლის ასაკში წავიდა. დედის დღეს ყოველთვის ვუნთებ სანთელს და თაიგულსაც ვყიდულობ, ასევე, მისი გარდაცვალების დღესაც. დედა 14 თებერვალს გარდაიცვალა, მამა – 12 თებერვალს და ეს თვე, სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მიყვარს. მოძღვარი სულ გვეუბნება, რომ გარდაცვლილი დედისა და მამის სურათს უნდა ვესაუბროთ. მაგრამ მე ამის საოცარი შიში მაქვს. არ ვიცი, რის გამო მეშინია, მაგრამ ვერ ვესაუბრები. ჩემს საძინებელში უფლის სალოცავი კუთხე მაქვს, იქ მიდევს ჩემი მშობლების სურათები და სანთელს რომ ავანთებ, შევხედავ ხოლმე, მაგრამ საუბარი არ შემიძლია. გულში ვამბობ, ძალიან მომენატრეთ-მეთქი.

– მათი გარდაცვალების შემდეგ, სიზმარში ან ცხადში, მათთან განსაკუთრებული კონტაქტი თუ გიგრძნიათ?

– ჩემი მშობლები ხშირად არ მესიზმრებიან, მაგრამ როდესაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები და ამის გაკეთება მიჭირს, მაშინ მესიზმრება დედა ან მამა. კოვიდი რომ დაიწყო, დასაწყისშივე შემხვდა და ერთი თვე სიკვდილს ვებრძოდი. ძალიან ცუდად გადავიტანე. თმა სულ გამცვივდა, 11 კილოგრამი დავიკელი. კატასტროფულად ცუდად ვიყავი. მაშინ დამესიზმრა დედაჩემი და მითხრა, რა შორს ხარ, დედიკოო. თითქოს ვიღაც ხელს მიჭერდა და მამხნევებდა, ნუ გეშინიაო. მერე, რომ გავიღვიძე, მივხვდი, რომ თურმე, მე ვუჭერდი ხელს საკუთარ თავს. ეს სიზმარი ჩემთვის დიდი იმედი იყო. 40 მქონდა ტემპერატურა, მერე მალე დამიწია. ფილადელფიაში ერთი ქართველი ექიმია – ნინო მეტრეველი, მან გადამარჩინა, სულ ხაზზე ვყავდი. თავიდან ვერ მივხვდი, რა მჭირდა. კუჭი ამტკივდა საშინლად, ფეხზე ვერ ვდგებოდი, წნევას ვერ ვიგდებდი, ხან რაზე ვიფიქრე, ხან – რაზე, როცა ნინომ მითხრა, კოვიდი გაქვს და სუსტ წერტილებზე გირტყამსო, გამიჭირდა დაჯერება, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა. ამ გოგომ და დედაჩემმა გადამარჩინეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „36 წლის ასაკში ვისწავლე მანქანის მართვა და 5-6 თვეა რაც საჭესთან ვზივარ“ - რას ჰყვება ნინუცა ორჯონიკიძე

🔵„რუსთავის ავტო ბაზრობაზე მოზრდილი გიურზა შეუნიშნავთ. გავიყვანეთ ბუნებაში, ქალაქიდან მოშორებით და გავუშვით სამშვიდობოს“ - მალხაზ გაბესკირია

🔵„ბავშვს პირზე ჰქონდა აფარებული და ხელები შებოჭილი, ახლაც ეტყობა ნათითურები. გამტაცებელმა რომ დაინახა უცხო ადამიანი მისდევდა...“ - რას ჰყვება დედა, რომლის შვილსაც იტაცებდნენ

წყარო: tbiliselebi.ge