საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, გიორგი გველესიანი მისი თანაგუნდელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის შესახებ საუბრობს და მათთან დაკავშირებულ სახალისო ისტორიას იხსენებს.
„ჩვენი ჭინკები არიან იცით როგორი ხალხი სულ რომ რაღაცას თამაშობენ. ხანდახან ხომ უნდა იყო სერიოზული.
არსად მომიყოლია ეს ამბავი, შოტლანდიასთან იყო თამაში წვიმა იყო, ერთხელ გაგვიყვანეს, შემდეგ მეორედ, აღარ გადაიღო და გვითხრეს, არ გაიყინოთ, გახურდითო…
ზოგი „შპაკატში“ ჯდება… ამ დროს კვარა და ზუკა ფეხბურთის ტენისს თამაშობენ, იქ უკვე 9:9 ანგარიში აქვთ, დაავიწყდათ თამაში, იქ არიან ვინ ვის მოუგებს“, – იხსენებს გიორგი გველესიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕+38 გრადუსი - დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი, ქალაქების მიხედვით