ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე იუმორითა და მადლიერებით ეხმაურება ფაქტს, რომ მისი ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მაისური, წარწერით „ავთანდილ 73“, სხვადასხვა ქალაქის ბაზრობებზე მასობრივად იყიდება.
დიზაინერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის ხარისხი, შრიფტი და ფერები ორიგინალისგან სრულიად განსხვავდება, აღნიშნულმა ფაქტმა ბრენდს უდიდესი უფასო რეკლამა გაუკეთა:
„ჩემი ერთ-ერთი მოთხოვნადი მაისურია „ავთანდილ 73“, ჰოდა ხალხი მიგდებს ფოტოებს და ვიდეოებს სხვადასხვა ქალაქის ბაზრობებიდან, რომ ეს მაისური იყიდება.
ვიღაცამ, ვინც ეს გააკეთა, ძალიან კარგად იცის მარკეტინგიც, თან ვერ შეედავები, რადგან იარლიყი სხვაა, თარგი სხვა, ხარისხი, შრიფტი, ფერები, ისეთი ფერებია მე საერთოდ არ გამომიყენებია.
ათასობით ადამიანს აცვია, ამ პიარში ძალიან დიდი შრომა და თანხები უნდა ჩამედო, ამიტომ მადლობა“, - ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე.
მეტის, გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: