Digest Logo

„გამიგია ბევრისგან, რომ უხასიათო და უჟმური ვარ...“ - სალომე ღვინიაშვილი სტერეოტიპებზე

1792687405
სალომე ღვინიაშვილი

გადაცემაში Beauty Talk-ის ახალი სეზონის პირველ ეპიზოდში წამყვანები ინტერვიუს ერთმანეთისგან იღებენ. ცნობილმა მოდელმა და აღნიშნული გადაცემის თანაწამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა საზოგადოებრივ აღქმაზე, სოციალურ ქსელებსა და იმ სტერეოტიპებზე ისაუბრა, რომლებიც მის გარშემო არსებობს.

როგორც იგი აღნიშნავს, ფართო საზოგადოებამ ის ძალიან ადრეულ ასაკში გაიცნო, თუმცა ვიზუალური მხარე ხშირად არასწორი წარმოდგენების შექმნის მიზეზი ხდება:

„14 წლის ვიყავი, როდესაც საზოგადოებამ გამიცნო, ამ ასაკში უკვე გამოვჩნდი რეკლამებსა და ჩვენებებში. ამ ყველაფერმა კი ნამდვილად შემმატა თვითშეფასება.

ძალიან ცოტა ადამიანი მიცნობს ისეთს, რეალურად როგორიც ვარ. ადამიანებს, ვინც სოციალური ქსელებით მიცნობენ, ვფიქრობ, საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ ჩემს რეალურ ხასიათსა და თვისებებზე, ისინი მხოლოდ ჩემს ვიზუალს ხედავენ. მათ არ იციან ჩემი შინაგანი სამყარო და სურვილები; ეს მხოლოდ ჩემმა ახლობლებმა იციან. გამიგია ბევრისგან, რომ უხასიათო და უჟმური ვარ, რეალურად კი ასეთი სულაც არ ვარ“, - ამბობს სალომე ღვინიაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილია, როგორ ემზადებოდა Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუსთვის როზი ჰანტინგტონ უაიტლი

⭕რატომ აქვს კვერცხის გულს განსხვავებული ფერი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კვერცხის ყიდვისას? - არუნ ხათრის რჩევები

🎥 „პაემანზე ნუ წახვალთ ნაცრისფერით“ - რომელი ფერის სამოსი უნდა ჩაიცვათ კვირის დღეების მიხედვით? მიხეილ ცაგარელის რჩევები

✕