Digest Logo

„გამორჩეული და ულამაზესი...“ - ანუკი არეშიძის დახვეწილი ლუქი და ელეგანტური ფოტოები

1791488790
ანუკი არეშიძე

მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელებში ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მისი ყოველი ახალი პოსტი და დახვეწილი, ელეგანტური სტილი გამომწერებში ყოველთვის დიდ აღფრთოვანებას იწვევს.

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს როგორც ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ მომენტებს, ისე საკუთარ მოდურ ლუქებს. 

ამჯერად ანუკიმ ულამაზეს ლუქში გადაღებული კადრები გაგვიზიარა, რომლებმაც გამომწერების კომპლიმენტები დაიმსახურა:

„ყოველთვის დახვეწილი სტილი გაქვს“,

„გამორჩეული და ულამაზესი ადამიანი“,

„ლამაზი შვილების ლამაზი დედა“, - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ანუკიმ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და წარმატებით საქმიანობდა იტალიაში. მოგვიანებით კი, 2013 წელს, თბილისში საკუთარი ბრენდი - Anouki შექმნა, ბრენდს ევროპაში კარგად იცნობენ. დიზაინერი, ქალის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებს და კოსმეტიკას ქმნის.

ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ერთმანეთი 2008 წელს, მილანში გაიცნეს. 2013 წელს იქორწინეს. წყვილს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თავის სახელზე უკვე რეაგირებს და გვიცინის...“ - გიორგი სარდალაშვილის მეუღლე დედობის ამპლუაზე

🎥 „უნდა მომეგო...მაგარ ფორმაში ვიყავი, თუმცა ღმერთმა ასე დაუშვა“ - ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხების შემდეგ

⭕ „რასაც ებრძვი, სწორედ ის გმართავს“ - ხათუნა ნოელი ნეგატიურ კონფორმიზმსა და ცრუ თავისუფლებაზე

✕