Digest Logo

🎥 „უნდა მომეგო...მაგარ ფორმაში ვიყავი, თუმცა ღმერთმა ასე დაუშვა“ - ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატზე დამარცხების შემდეგ

1791465042
ლაშა ბექაური

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი სპორტსმენმა La Gazzetta Georgia-სთან გააკეთა:  

„ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. პირველ რიგში, გული მწყდება იმაზე, რომ ოქროთი ვერ ვბრუნდები. გუნდურზე ვიბრძოლებ სისხლის ბოლო წვეთამდე.

ძალიან სუსტი იყო მეტოქე, ეტყობოდა რომ ეშინოდა. ისე მოხდა, თან ილეთი დავიწყე და მაგ დროს დაიწყო იმანაც, ისე მოხდა, რომ იმას ჩაეთვალა. არ ვიცი, უნდა მომეგო მაგარ ფორმაში ვიყავი. ალბათ, ღმერთმა ასე დაუშვა. გუნდურში ჩემი გუნდისთვის და სამშობლოსთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ“, - ამბობს ლაშა ბექაური.

ცნობისთვის, ლაშა ბექაური ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. 90 კგ, წონით კატეგორიაში ასპარეზობამ მას საერთაშორისო არენაზე მსოფლიო აღიარება მოუტანა.

ბექაურმა პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი 21 წლის ასაკში, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა. პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ტიტული წარმატებით დაიცვა და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

რაც შეეხება საერთაშორისო ტიტულებს, ოლიმპიურ ოქროებთან ერთად, ლაშა ბექაური 2021 წლის ევროპის ჩემპიონია {ლისაბონი}. მის ანგარიშზეა ასევე მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა {2023} და ორი ბრინჯაოს {2022, 2024} მედალი, აგრეთვე ევროპის პირველობების ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები.

დიდ სპორტში გადასვლამდე ბექაურმა ორჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებს შორის {2018, 2019 წლებში} და იყო ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა თუ ახალგაზრდულ ასაკობრივ ჯგუფებში.

ქართული სპორტის განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული ისტორიული შედეგებისთვის ლაშა ბექაური დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და ღირსების ორდენით.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „რასაც ებრძვი, სწორედ ის გმართავს“ - ხათუნა ნოელი ნეგატიურ კონფორმიზმსა და ცრუ თავისუფლებაზე

🎥 „ჩემს მუსიკას სარეაბილიტაციო ცენტრში ავადმყოფებს გამოსაჯანმრთელებლად ასმენინებენ“ - რას ჰყვება გოჩა იაშაღაშვილი

⭕ბრაზი როგორც ცხოვრების ხარისხის დამაზიანებელი - „იზრდება ჰიპერტენზიის, გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების ალბათობა“

✕