
მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილის და მომღერლის თიკა ფაცაციას, ტანდემი ეკრანზე უკვე 17 წელს ითვლის. თავიდან ისინი სიმღერამ და კონკურსებში მონაწილეობამ დააახლოვა, შემდეგ კი არაერთი მუსიკალური შოუს თანაწამყვანები გახდნენ.
ეს სატელევიზიო წყვილი კი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში და მუდმივად იმსახურებენ დადებით კომპლიმენტებს.
უკვე წლებია ისინი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანები არიან და მაყურებელს, ყოველ დილით „რუსთავი 2“-ის ეთერიდან ესალმებიან.
„ჩვენი ხუთშაბათი“, - წერს „დილა მშვიდობისა საქართველო“ და აჩიკო სოლოღაშვილის და თიკა ფაცაციას ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„საუკეთესოები“,
„თქვენი ყურება არასდროს მბეზრდება“
„რა კაი ტიპები ხართ“,
„გამორჩეული სატელევიზიო წყვილი“, - წერენ კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალით არ ვიტყლარწები, ასეთი გატყლარწული ვარ შინაგანად“ - ნუკი კოშკელიშვილი