
მომღერალი ნათია თოდუა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს პროექტის გამარჯვებული გახდა. ხოლო 2020 წლის თებერვალში, რუმინეთში, ფესტივალზე The 12 Months Film Festival მომღერლის ვიდეომ „Love letter“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. წარმატებული ქართველი 2022 წლის სექტემბერში დაჯილდოვდა საქართველოს „ღირსების მედლით“. მომღერალი 2022 წლის შემოდგომაზე დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. წყვილს ერთი შვილი - ჰუგო ჰყავს.
ამჯერად მუსიკოსი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც ბერლინში არის გადაღებული.
ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია.
„ვგიჟდები ამ გოგოზე“,
„საოცრად ლამაზი“,
„ჩემი საყვარელი ნათია“,
„ულამაზესი და უნიჭიერესი“,
„გენიალური მეგრელი გოგო“, - წერენ კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: