Digest Logo

გენო პეტრიაშვილი აქციის მონაწილეების შეძახილებზე: რაც დღეს საზოგადოებამ ნახა, არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი! ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი!

1738667266
გენო პეტრიაშვილი

„რაც დღეს საზოგადოებამ ნახა არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი! ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი!“, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი მის მიმართ აქციის მონაწილეების შეძახილებს საქართველოს პარლამენტთან.

როგორც პეტრიაშვილი აღნიშნავს, გმირია პოლიციელი, ყველა სამართალდამცავი და ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ და უღალატოდ, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლები ისტორიას დარჩებიან როგორც გამყიდველები.

„მოგესალმებით! მინდა დღევანდელ ინციდენტს ორი სიტყვით შევეხო! ყოველგვარ ზღვარს და მორალს გასცდა ამათი უმსგავსობა! მოღალატე და გამყიდველი უწოდო ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილის ფასად დაიცვა სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ღირსება, არის უმსგავსობა და უღირსი საქციელი რაზეც პასუხს აგებს ყველა! რაც დღეს საზოგადოებამ ნახა, არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი! ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! თქვენ აგენტებო და ფულზე გაყიდულებო! დიახ, გმირია პოლიციელი და ყველა სამართალდამცავი! დიახ, გმირია ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ, უღალატოდ! თქვენ კი დარჩებით ისტორიას როგორც გამყიდველები! დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ჩვენს სამშობლოს!“, - წერს გენო პეტრიაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება“ - 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„ჩემო სუნთქვა, გილოცავ შენს მეგობრებთან ერთად... მჭირდები მე და ყველას“ – ალექსანდრე მიქელაძე, რომელსაც ორ კვირაზე მეტია ეძებენ, იუბილარია

⭕„ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო... დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე მისას, არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს“ - პასუხი ნანკა კალატოზიშვილსა და ეკა დემეტრაძეს