Digest Logo

„გთხოვთ არ დამირეკოთ... საჩუქრები და ყვავილები გამოუშვით 7-ში, სამი საათის მერე“ - ია ფარულავა 58 წლის გახდა

1738746245
ია ფარულავა

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა იუბილარია, იგი 5 თებერვალს 58 წლის გახდა.

როგორც ყოველთვის ქართული კინოს ერთ-ერთ კაშკაშა ვარსკვლავი, იდეალურ ფორმაშია და მას წლები ვერაფერს აკლებს.

იუბილარმა ია ფარულავამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას სთხოვა დაბადების დღე მხოლოდ SMS-ით მიულოცონ და არ დაურეკონ.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ხვალ ჩემი დაბადების დღეა, დიახ 58 წლის ვხდები. გთხოვთ არ დამირეკოთ, მომილოცეთ მხოლოდ „ესემესების“ საშუალებით. ვისვენებ და სამი დღე სთორებს არ დავდებ...” – ამბობს ია ფარულავა.

მან ასევე სთორი გამოაქვეყნა, სადაც წერს: 

„საჩუქრები და ყვავილები გამოუშვით 7-ში, სამი საათის მერე.“

ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორის და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში.

იას სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მან რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას — თიკოს როლი ითამაშა. ამის შემდეგ მსახიობმა მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა. ესენია: „ფესვები“, „სპირალი“ და სხვა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „გარკვეული პროცესების დასრულება და ახალი ფსიქოლოგიური კრიზისი...“ - როგორია თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, რამაზ გიგაურისგან?

🎥 კაცი, რომელიც 40 უცხო ენას ფლობს და 126 ქვეყანაში უმოგზაურია - უცნაურ კოსტიუმში გამოწყობილი კაცი ამჯერად საქართველოს სტუმრობს

🎥 ვისთვის იქნება დღევანდელი დღე გამორჩეული და რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ წარმატების მისაღწევად? - 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან