
ფრანგი მსახიონი ნატალი დელონი, ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, დღეს, 21 იანვარს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მათი შვილი ენტონი ავრცელებს.
„დედაჩემი გარდაიცვალა დილით, 11 საათზე, პარიზში, გარშემორტყმული იყო ოჯახის წევრებითა და მეგობრებით”, - წერს ის.
79 წლის მსახიობი ავთვისებიანმა სიმსივნემ იმსხვერპლა.
დელონმა საერთაშორისო პოპულარობა 1967 წელს ჰიტმენის ფილმით „Le Samourai“ მოიპოვა. ახლა იგი ყოფილი ქმრის, ფრანგული ეკრანის ვარსკვლავის, ალენ დელონის გვერდით ლეგენდარულ მსახიობთა სიაში საპატიო ადგილს იკავებს.
ნატალი და ალენი 4 წელი იყვნენ ცოლ-ქმარი. ოჯახი დელონის საყვარლის, რომი შნაიდერის გამო დაინგრა. მოგვიანებით ნატალის ურთიერთობა ჰქონდა ჰოლივუდის მსახიობ რიჩარდ ბარტონთან და ამერიკელ მომღერალ ედი ფიშერთან ( ვარსკვლავური ომების“ მსახიობის კერი ფიშერის მამასთან).
ალენმა და ნატალით ერთმანეთი პარიზის ღამის კლუბში გაიცნეს. ნატალი 21 წლის იყო. 29 წლის დელონი კი რომი შნაიდერზე იყო დანიშნული.
1964 წლის აგვისტოში ნატალიზე საიდუმლოდ იქორწინა, რომისთან ურთიერთობა გაწყვიტა და ცოლთან ერთად ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, სადაც ერთი თვის შემდეგ ვაჟი შეეძინათ.
მიუხედავად იმისა, რომ ნატალი დელონი ერთადერთი ქალი იყო, ვისზეც ალენმა იქორწინა, მათ ურთიერთობას შნაიდერის კვალი დიდხანს გაჰყვა. 1968 წელს, ფილმ „ჯეფის გადაღებებზე, ალენის ცხოვრებაში კიდევ ერთი ქალი, ფრანგი მსახიობი მირეილ დარკი გამოჩნდა და 15-წლიანი ურთიერთობა დაიწყო, რომელიც 1982 წლამდე გაგრძელდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირეილი ერთადერთი ქალია, ვინც ალენ დელონის ერთგული დარჩა.
”ალენი არასდროს საუბრობდა მასზე, მაგრამ დროდადრო ვხედავდი მწუხარების მის სახეზე. მე ძალიან გულუბრყვილო ვიყავი. ის მღალატობდა, მე კი არა. როდესაც ის დავტოვე, ყველაფერი უკან ჩამოვიტოვე.“, - თქვა ნატალიმ.
წარუმატებელი ქორწინების მიუხედავად ნატალი ყოფილ ქმართან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა. მათმა ვაჟმა გასულ თვეში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შობა ერთად აღნიშნეს.
აგრეთვე წაიკიხეთ:
როგორ „წაართვა“ სოფიკო ჭიაურელს როლი დედამ - ოჯახური ისტორიები