ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, ხშირად ჩნდებოდა როგორც პოდიუმზე, ასევე ტელეეკრანზე.
ეკო სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად იგი გასულ წელს ემშვიდობება და საზოგადოებას 2026 წლის დადგომას ულოცავს.
„Happy NY World! 🥂
მადლობა მინდა ვუთხრა 2025-ს 🙏🏻
იყო ბევრი სირთულე, გულგატეხილობა, იმედგაცრუება და ა.შ. მაგრამ მაინც, ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი და სავსე წელი აღმოჩნდა ❤️ უამრავი (ჩემთვის დიდი, სხვისთვის პატარა) გამარჯვებით, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციით, საინტერესო ცვლილებებითა მიღწევებით, კარგი ადამიანებით და, ასევე, ყველაზე მეტად საკუთარი თავის დაფასებით და შეყვარებით. მოკლედ, მადლობა 2025-ს და პირველ რიგში, ღმერთს, ყველაფრისთვის 🙏🏻 მიყვარხარ 🤍
2026-ში კი, ყველას სიყვარულს, სიკეთეს და უსაზღვრო სიხარულს გისურვებთ. მეტად გვიყვარდეს და გვესმოდეს ერთმანეთის, მეტად ვაპატიოთ და მივუტევოთ ერთმანეთს და მეტად მოვეფეროთ 🙏🏻 ხვავი, ბარაქა, წინსვლა და წარმატება ჩვენს ქვეყანას“, - წერს ეკო ფანგანი.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დაფნის რიტუალი გზების გასახსნელად - „ფინანსური ნაკადის ზრდა ხელსაყრელი ხელშეკრულების მოზიდვა“
⭕„წესიერი კაცი სიცოცხლესთან ერთად იმაზეც ფიქრობს, ცხოვრების შემდეგ მისგან რა დარჩება“ - გია მურღულია